განათლება

● 2021-დან დღემდე: ბარსელონის გარემოსდაცვითი მეცნიერებისა დატექნოლოგიების ინსტიტუტი (ICTA-UAB) — დოქტორის ხარისხი

● 2018-2019: ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერებების სკოლა (LSE) — გარემო და განვითარება, სამაგისტრო ხარისხი;

● 2014-2016: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – ბიზნესის ადმინისტრირიება, სამაგისტრო ხარისხი.

● 2006-2010: ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი – ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში

საქმიანობა

● Ბოლო 7 წლის განმავლობაში ვიყავი ევროპელი ახალგაზრდა მწვანეების, თანასწორობის მოძრაობის და საქართველოს ახალგაზრდა მწვანეების კომიტეტის არჩეული წევრი.

● 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსურ და ადმინისტრაციულ

მენეჯმენტში კომერციულ და არაკომერციულ სტრუქტურებში.

აქტივიზმი

● უკვე 12 წელია, აქტივიზმი ჩემი ცხოვრების ნაწილია, რადგან მაღელვებს სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობასთან დაკავშირებული პრობლემები და ადამიანის უფლებები.

● ვიბრძვი როგორც ეკო-აქტივისტი, რადგან არ მიყვარს დანებება და არ შემიძლია დავუშვა, რომ ადამიანებმა, ჩვენი პლანეტის მომავალი კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულ კრიზისს შევწიროთ.

● ვარ ქვიარ-ფემინისტი აქტივისტი, რომელიც ყოველთის ცდილობდა ქალების და ლგბტქია+ ადამიანებისთვის სასიკეთო ცვლილებების მოტანას.

● 2015 წელს ამირჩიეს თანასწორობის მოძრაობის კომიტეტის წევრად;

● 2016 წელს, კოლეგა აქტივისტებთან ერთად დავაფუძნე ამიერკავკასიაში პირველი და ყველაზე დიდი ქვიარ-ფემინისტური ღამეების სერია HOROOMNIGHTS, რომელმაც უამრავ სხვა აქტივობას ჩაუყარა საფუძველი და საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა.

განათლება

● 2009 წელი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი — ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, ბაკალავრის ხარისხი

საქმიანობა 

2011 წლიდან დღემდე, ჩართული ვარ სხვადასხვა კერძო, თუ არაკომერციული ორგანიზაციის საქმიანობაში საბუღალტრო და ფინანსური მენეჯერის პოზიციებზე. 

აქტივიზმი

● 2010 წლიდან აქტიურად ვიყავი ჩართული ფემინისტურ აქტივიზმში.

● ვიყავი არაფორმალური გაერთიანება “ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის” დამფუძნებელი გუნდის ნაწილი, სადაც 2016 წლამდე ვრჩებოდი აქტიურ წევრად.

● 2018 წლიდან, ჩემმა აქტივიზმმა უკვე “მწვანეებთან” ერთად მოიცვა ყველა ის საკითხი, რაც კი ოდესმე მაღელვებდა და რისთვისაც მიღირს ბრძოლა.

● აქ ვართ ფემინისტებიც, ქვიარებიც, ვეგანებიც და ერთდროულად, და არა ცალცალკე, ვიბრძვით საერთო ღირებულებისთვის — თანასწორობისთვის, მათ შორის, ეკონომიკური და სოციალური თანასწორობისთვის.

● ვარ ვეგანი და ეს ჩემი, როგორც ეკო-აქტივისტის პოლიტიკური პოზიციაა, რომელიც განპირობებულია ერთი მხრივ ეთიკური მოსაზრებით, ცხოველების მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულების წინააღმდეგ, მეორე მხრივ კი – კლიმატის კრიზისის გადაჭრის პროცესში პერსონალური პასუხისმგებლობის
გაზიარების თვალსაზრისითად.

განათლება

● 2022 წელი: ლუნდის უნივერსიტეტი, შვედეთი — საზოგადოებრივი ეკოლოგია, მაგისტრის ხარისხი;

● 2017 წელი: ლაფაიეტის კოლეჯი, ამერიკის შეერთებული შტატები — საერთაშორისო ურთიერთობები, ბაკალავრის ხარისხი.

● 2016 წელი: ამერიკული უნივერსიტეტი, ამერიკის შეერთებული შტატები — ვაშინგტონის სემესტრის პროგრამა, საერთაშორისო სამართალი და ორგანიზაციები.

● 2013 წელი: მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა “FLEX”, ამერიკის შეერთებული შტატები.

საქმიანობა

● ამჟამად, “მწვანეებში” ვუძღვები პროექტს გარემოსდაცვით და კლიმატის განათლებაზე.

● წლების განმავლობაში, მიმუშავია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაში, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, ახალგაზრდების გაძლიერების, განათლების და მწვანე პოლიტიკით დაინტერესების მიმართულებით.

● 2018 წელს გამოვაქვეყნე აკადემიური სტატია საერთაშორისო ჟურნალში Women’s Studies International Forum.

● საზღვარგარეთ სწავლისას, დასაქმებული ვიყავი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.

აქტივიზმი

● წლებია, მწვანე, ფემინისტურ და ქვიარ აქტივიზმში სხვადასხვა ფორმით ვარ ჩართული.

● როგორც აქტივისტი, ვმონაწილეობდი გარემოს დაცვის კამპანიებში, მათ შორის, დიღმის ტყის დასაცავად;

● ვაპროტესტებდი ურბანული კრიზისის გამომწვევ საკითხებს თბილისსა და ბათუმში.

● აქტივიზმით და აკადემიური კვლევით ვებრძოდი ეკოლოგიურად და სოციალურად არამდგრად ენერგოპროექტებს.

● ვიყავი “ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის” წევრი და ავტორი პოდკასტის — “ფემინსტრიმი”.

● უნივერსიტეტში სწავლისას, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვიყავი საერთაშორისო ურთიერთობების კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ქვიარ სტუდენტების საზოგადოების პრეზიდენტი, საერთაშორისო სტუდენტების ასოციაციის საბჭოს წევრი და სხვა. 

მოხალისეობრივად ვაწყობდი საგანმანათლებლო, კულტურულ და სოციალურ ღონისძიებებს ასობით სტუდენტისთვის.

განათლება

● 2014 წელი პოლიტიკის მეცნიერება — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბაკალავრის ხარისხი

● 2019 წელი პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტი — სოცილურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მაგისტრის ხარისხი

● 2022 წელი ლუნდის უნივერსიტეტი — სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მაგისტრის ხარისხი

საქმიანობა

წლების განმავლობაში ვმუშაობდი:

● შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ადვოკატირების მიმართულებით;

● უმაღლესი განათლებისა და ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე;

● საოჯახო მშრომელთა საკითხებზე.

● ვხელმძღვანელობ პროგრესული იდეების სკოლას, რომლის მიზანია სოციალური, დემოკრატიული და პროგრესული ღირებულებების გავრცელება ახალგაზრდებში.

სამოქალაქო აქტივიზმში ჩემი ჩართულობა სტუდენტების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ზოგადად, სოციალურ პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებს ეხმიანებოდა.

ინტერესის სფეროებია: სოციალური პოლიტიკა, უმაღლესი განათლების პოლიტიკა, მწვანე საკითხები.

Hello!

DoGood theme is especially made for charities & fundraising. Making the WP world a better place!

Our info
Follow us