ვინ ვართ

“მწვანეები” ვართ მემარცხენე-ცენტრისტი, ქვიარ და ფემინისტური მოძრაობა

ჩვენ მიზანია, აღმოიფხვრას საქართველოში:
● სიღარიბე,
● ჩაგვრა,
● დისკრიმინაცია.

ჩვენი პრინციპები დაფუძნებულია:
● თანამონაწილეობით დემოკრატიაზე,
● სოციალურ სამართლიანობაზე,
● კულტურული და ეკოლოგიური მრავალფეროვნების პატივისცემაზე.

ჩვენ ვმუშაობთ:
● პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური სტრუქტურების ისეთი
ტრანსფორმაციისთვის, რომელიც მოქალაქის კეთილდღეობას უზრუნველყოფს.

ამ მიზნით შევქმენით თანაწორობის იდეებზე დაფუძნებული მოძრაობა
პროგრესული ცვლილებებისთვის.

გვჯერა, რომ საქართველოს ესაჭიროება:
● მომავალი თაობის, და ზოგადად, მომავლის გლობალურ საჭიროებებზე მორგებული
გრძელვადიანი ხედვა;
● ეკოლოგიური მდგრადობა;
● ეკონომიკური მდგრადობა;
● მემარცხენე-ცენტრისტული პოლიტიკა, რომელიც დაუპირისპირდება ბოლო
ათწლეულების ძირითად პოლიტიკურ ხაზს, რამაც ქვეყნის მოსახლეობა მდიდრებად და
ღარიბებად დაყო და სრულიად დააბრკოლა საშუალო ფენის განვითარება.

“მწვანეები” ჩვენი პლატფორმით ხელს ვუწყობთ:
● ფართომასშტაბიან მოძრაობებს და სათემო ინიციატივებს, რომლებიც მუშაობენ
ეკოლოგიური პასუხისმგებლობის, სოციალური სამართლიანობის, დისკრიმინირებული
ჯგუფების, მშვიდობისა და საერთაშორისო განვითარებისკენ მიმართული დადებითი
ქმედებებისკენ.

ჩვენი მიზანია გავაძლიეროთ მხარდაჭერა პროგრესული სოციალური მოძრაობებისთვის,
რომლებსაც იგივე ხედვა აქვთ!

ისტორია

● საქართველოში, მწვანე პოლიტიკის შენება 90-იან წლებში დაიწყო.

● 1995 წლიდან, მწვანეები აქტიურად მონაწილეობდნენ ქვეყნის დემოკრატიულ
სახელმწიფოდ ტრანსფორმირების პროცესში.
● საქართველოში მწვანე პოლიტიკური პარტიის ისტორიას, უნიკალური ხედვებითა და
უნარებით გამორჩეული პოლიტიკოსი — ზურაბ ჟვნაია ქმნიდა.
● სწორე ამ მწვანე პოლიტიკის წიაღში, 2008 წელს შეიქმნა “საქართველოს ახალგაზრდა
მწვანეები”.
● 14 წლის განმავლობაში, საქართველოს ახალგაზრდა მწვანეებმა უამრავი აქტივისტსა
და მოხალისეში გააღვივა დემოკრატიული მწვანე ფემინისტური პოლიტიკური
ღირებულება.
● ეს ისტორია, გარემოსდაცვით და სოციალური სამართლიანობისთვის წლების
განმავლობაში უამრავ აქტივობას გულისხმობს.

ისევე, როგორც ევროპული “მწვანე” ოჯახი, ჩვენ პატივს ვცემთ წარსულს და მიგვაჩნია, რომ საქართველოში მწვანე პოლიტიკის მომავალიც პროგრესული, გამბედავი და ხელშესახები პოზიტიური ცვლილებების მომტანი უნდა იყოს.