“მწვანეები” ვართ
თავისუფალი, სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობისთვის მებრძოლი ადამიანების ერთობა.
ჩვენ, როგორც პოლიტიკური ძალა, ორიენტირებული ვართ
საზოგადოებისთვის გამოსავალის შეთავაზებაზე, და არა — პოპულისტური და ემოციური კამპანიებით, ამომრჩეველთა მხარდაჭერის მოპოვებაზე.
ჩვენი მისიაა,
პოლარიზებულ, ნეგატიურ პოლიტიკურ სივრცეში ვთქვათ განსხვავებული სიტყვა და შევცვალოთ ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელშიც უკვე წლებია, რიგითი მოქალაქე სრულიად იგნორირებულია.
მწვანეების მიზანი, ალტერნატიული პოლიტიკის შექმნაა.
ვიქნებით პარტია, რომელიც არ გაიმეორებს იმ იდეებსა და სტილს, რომლითაც ბოლო ათწლეულებია, ჩვენს სახელმწიფოს მართავენ.
– გაზრდილი სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობა;
– უმძიმესი სოციალური, ეკოლოგიური და პოლიტიკური გამოწვევები, როგორიცაა:
● გაუარესებული ეკოლოგიური მდგომარეობა;
● ყოველდღიურად გაზრდილი უმუშევრობა;
● დასაქმებულთა ექსპლოატაცია და შრომითი პირობების გათელვა;
● ქალების ჩაგვრა;
● ადამიანებთა ჩაგვრა მათი სექსუალური, გენდერული, რელიგიური, ეთნიკური, თუ სხვა სახის იდენტობის გამო;
● ულტრა-მემარჯვენე, კონსერვატიული ძალების გაძლიერება;
● ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მავნე ზეგავლენის მქონე სამშენებლო
ბიზნესი, რომელიც აგრძელებს ჩვენი ქალაქების განადგურებას.
პოლიტიკური ელიტა, დიდი ხანია, აღარ გვთავაზობს რეალური პრობლემების გადაჭრის გზებს. ისინი ურთიერთსიძულვილის გაღრმავებისა და უსაგნო დაპირისპირებისკენ არიან მომართულნი.
ბოლო 30-წლიანი გამოცდილება კი ცხადად გვაჩვენებს პოლიტიკური კლასის პოპულისტურ მიზნებს — მათ მიერ აქტუალიზებული საკითხები, მხოლოდ დომინანტური ჯგუფების ინტერესებს მოიცავს.
მოვდივართ თანასწორობისთვის, რადგან:
● ქართულ პოლიტიკაში არ არსებობს სხვა პოლიტიკური პარტია, რომელიც უმცირესობის დაცვასა და უფლებების გაუმჯობესებაზეა მომართული.
● მეტიც: ძირითადი პოლიტიკური ჯგუფები, წინასწარ განზრახული პოპულისტური მიზნებით, მიზანმიმართულად ახდენენ ისეთი საკითხების მარგინალიზებას, როგორიცაა ლგბტქი+ ადამიანებისა და ქალების უფლებრივი საკითხების დაცვა.
● ქართულ პოლიტიკაში იგნორირებულია შშმ ადამიანების, ეთნიკური უმცირესობებისა თუ სხვა მოწყვლადი ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობები.
მოვდივართ გარემოსთვის, რადგან:
● ვენ ვართ სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის პარტია, რომელიც მხარს უჭერს საზოგადოების რადიკალურ ტრანსფორმაციას, ქვეყნისა და, მთლიანად, პლანეტის საკეთილდღეოდ.
● ჩვენ გვესმის, რომ პრობლემები, რომლებიც ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით კეთილდღეობას უქმნის საფრთხეებს, ერთი და იგივე პრობლემის ნაწილია და გვწამს, რომ ერთ-ერთი ამ კრიზისის გადაჭრა, სხვა პრობლემების გადაჭრის გარეშე, შეუძლებელია.
ვიწყებთ მუშაობას ახალი, მწვანე პარტიის მშენებლობაზე, რომელიც თანაბრად
დაეფუძნება:
● სოციალურ, ეკოლოგიურ და დემოკრატიულ პრინციპებს;
● პოლიტიკურ პროცესში ჩართავს გარემოსდაცვით და სოციალურ მოძრაობებს;
● და რაც მთავარია, საზოგადოებას დაანახებს, რომ შესაძლებელია ადამიანის კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე ორიენტირებული, ალტერნატიული პოლიტიკის წარმოება.
ევროპის წამყვანი ქვეყნების მსგავსად, საქართველო ვაქციოთ ეკოლოგიურ, სოციალურ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ, რომელიც თანაბრად ფუნქციური და სასარგებლო იქნება ყველასთვის, და არა — პრივილეგირებული ერთეულებისთვის.
დროა, მწვანე პერსპექტივიდან გავაანალიზოთ:
● როგორ დავძლიოთ სიღარიბე და შევქმნათ სწორი სოციალური პოლიტიკა;
● როგორ გადავანაწილოთ დოვლათი სამართლიანად;
● როგორ დავიცვათ ჩვენი გარემო და გავაუმჯობესოთ ეკოლოგიური მდგომარეობა;
● როგორ გავხადოთ ჯანდაცვა და განათლება საყოველთაო, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი;
● მწვანე პოლიტიკის პრიზმიდან დავინახოთ საქართველოს ეკონომიკისა და ენერგოპოლიტიკის სწორი განვითარების გზები.
● ჩვენი მწვანე პოლიტიკური პლატფორმიდან შევთავაზოთ საზოგადოებას პრობლემების გადაწყვეტის გზებს, რომლებიც მომგებიანი იქნება როგორც ადამიანებისთვის, ისევე, ბუნებისთვის — არავის მივცემთ საშუალებას დაავიწყდეს, რომ ადამიანის სიცოცხლისა და კეთილდღეობის მთავარი, ერთადერთი და შეუცვლელი წყარო სწორედ ბუნებაა!
ვითვალისწინებთ რა, რომ ყველა ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური პროცესი ურთიერთდაკავშირებულია,
● ადამიანები, სოციალურ, თუ ეკონომიკურ საქმიანობას უნდა წარვმართავდეთ ისე, რომ პატივს ვცემდეთ ეკოსისტემების მთლიანობას, არ ვაზიანებდეთ ბიომრავალფეროვნებას.
● სწორედ ის რესურსები, რომლებზეც დამოკიდებული ვართ, ეკოლოგიურად გამძლე უნდა გავხადოთ.
მნიშვნელოვანია:
● პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, საზოგადოების მონაწილეობის გაზრდა;
● სიმდიდრეში და ძალაუფლებაში არსებული უთანასწორობის მინიმუმამდე დაყვანა, რომ არ შეფერხდეს თანამონაწილეობითი დემოკრატია.
აუცილებელია:
● სიღარიბის აღმოფხვრა ისეთი ინიციატივების შემუშავებით, რომლებიც ითვალისწინებენ სიღარიბის გამომწვევ მიზეზებსა და სიმპტომებს;
● საჭირო და გამბედავი ნაბიჭების გადადგმა სქესის, ასაკის, რასის, ეთნიკური, კლასის, რელიგიის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალობის ან უმცირესობის სხვა ჯგუფის წევრობის საფუძველზე დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად;
● მდიდრებსა და ღარიბებს შორის არსებული დისბალანსის გამოსასწორებელი ზომების მიღება.
საჭიროა:
● კონფლიქტის არაძალადობრივი გადაწყვეტა და ხელშეწყობა;
● თვითკმარი და არა ბირთვული თავდაცვის პოლიტიკის შემუშავება;
● ისეთი ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს რესურსების და ენერგოეფექტურობის გაზრდას, ასევე, ეკოლოგიურად მდგრადი ტექნოლოგიების განვითარებას და გამოყენებას;
● არაგანახლებადი რესურსებზე დამოკიდებულების შემცირება და განახლებადი რესურსების მდგრადი გამოყენების უზრუნველყოფა;
● უფრო ყოვლისმომცველი სოციალური, გარემოსდაცვითი და ტექნოლოგიების შეფასების სისტემის დანერგვა;
● სოციალურად და ეკოლოგიურად პასუხისმგებელი ინვესტიციების გაადვილება/წახალისება.
● ისეთი სამუშაოს წაახალისება და განავითარება, რომელიც არის უსაფრთხო, სამართლიანად ანაზღაურებადი, სოციალურად სასარგებლო, პიროვნულად დამაკმაყოფილებელი და გარემოსთვის არასაზიანო;
● უფრო მოქნილი სამუშაოს წაახალისება და ხელშეწყობა. ისევე, როგორც მუდმივი განათლების ხელშეწყობა.
● ეთნიკური, რელიგიური, რასობრივი სხვა კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემა და დაცვა;
● მოქალაქეებსა და ხელისუფლების ყველა ფენას შორის ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობა;
● ადგილობრივი, პასუხისმგებლიანი, მრავალფეროვანი და დემოკრატიულად კონტროლირებადი, დამოუკიდებელი მასმედიის უზრუნველყოფა.
● ისეთი ქმედებების თავიდან აცილება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გარემოსთვის გრძელვადიანი ან გამოუსწორებელი / შეუქცევადი ზიანის მიყენება;
● პლანეტის ეკოლოგიური რესურსების დაცვა მომავალი თაობის სახელით;