„მწვანე ახალი კურსის“ მთავარი აზრია, რომ ცხოვრების ძირითადი მოთხოვნებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილება იყოს იაფი, მდგრადი და ყველასათვის ხელმისაწვდომი. COVID-19–ის კრიზისმა ცხადჰყო, რომ ადგილობრივი, ხელმისაწვდომი საჯარო მომსახურება, დაწყებული პარკებიდან და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიდან, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩათვლით, აუცილებელია ცხოვრების ხარისხის უზრუნველსაყოფად. აარონ ვანსინტიანი (Aaron Vansintjan) ამტკიცებს, რომ „მწვანე ახალი კურსი” დაფუძნებულია საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე და უფრო მეტად აუცილებელია დღეს, ვიდრე ოდესმე.
ჩემს ბინასთან ახლოს „მაკდონალდსი“ დაკეტილია. სამწუხაროა, რადგან ეს იყო ჩვენი რაიონის ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური ცენტრი. სანამ მონრეალი ჩაიკეტებოდა, ხანში შესული ადამიანები მთელ დღეებს აქ ატარებდნენ ჭორაობაში, ახალგაზრდობა ყინულიან ყავას მიირთმევდა, სხვები კი ისხდნენ ლეპტოპებთან, სარგებლობდნენ უფასო wifi–ით, რათა შეევსოთ სამუშაო განაცხადები. ფაქტობრივად მთელი რაიონი იქ იმყოფებოდა. არავინ არ აიძულებდა ადამიანებს წასვლას, ყავა იყო ხელმისაწვდომი და აბაზანაც საკმაოდ სუფთა. თუმცა ეს არ იყო იდეალური. ხშირად მოდიოდა პოლიცია, უსახლკარო ადამიანების წასაყვანად, რომლებიც იქ დაძინებას ცდილობდნენ, ან იმ ადამიანების დასაკავებლად, რომლებიც საფასურს არ იხდიდნენ. მიუხედავად ამისა, ბევრი ადამიანი იქ დროს ატარებდა და სოციალური ურთიერთობების მთავარ წყაროდ მიიჩნევდა.
ადრე „მწვანე ევროპული ჟურნალისათვის“ ვამტკიცებდი, რომ „მწვანე ახალ კურსს” ხალხი სჭირდება. „მწვანე ახალი კურსი” შემოთავაზებულია, როგორც შორსმიმავალი პოლიტიკა, რომელიც სცილდება რეფორმის ჩარჩოებს და გარდაქმნის ჩვენთვის ტრადიციულად ნაცნობ ეკონომიკას. „მწვანე ახალი კურსი” იქნება ხალხზე მორგებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი გააცნობიერებენ თუ რას ნიშნავს, ეს მათი ყოველდღიური ცხოვრებისათვის. ამ სტატიაში დაისმის შებრუნებული კითხვა: რატომ სჭირდება ხალხს „მწვანე ახალი კურსი”? შესაძლოა არალოგიკურია, თუმცა ვამტკიცებ, რომ „მწვანე ახალი კურსი” ძალიან ჰგავს დაკეტილ „მაკდონალდს“: იაფი, კომუნალური, უნივერსალური ძირითადი რესურსები ყველასათვის, ვისაც ეს სჭირდება.
კვების ბიბლიოთეკა
საზოგადოების ან მთავრობის მიერ ორგანიზებული კვების მიწოდების იდეა ხშირად იმთავითვე უგულებელყოფილია: მას ადარებენ ნორმირებას ან უბრალოდ კომუნიზმს. ასე მარტივად უარი არ უნდა ვთქვათ ამ აზრზე. როგორც „გარდიანის“ („Guardian“) სათაურშია აღნიშული, „მაკდონალდსი“ არის სხვადასხვა საზოგადოების დამაკავშირებელი რგოლი. როგორც სტატიის ავტორი კრის არნადი (Chris Arnade) ამბობს: „უსახლკაროთა თავშესაფარებისა და სხვა უკანასკნელი ადგილებისაგან განსხვავებით „მაკდონალდსი“ უსაფრთხოა, უზრუნველყოფს მეტ თავისუფლებას და რაც მთავარია იძლევა საშუალებას იყოს მეტად სოციალური და აღადგინოს შეძლებისდაგვარად ნორმალური გარემო“.
უსაფრთხოება, თავისუფლება და ცოტაოდენი ნორმალურობის განცდა, იძლევა ურთიერთობის საშუალებას: რაც არც თუ ისე განსხვავდება ბიბლიოთეკისაგან. იმის გამო, რომ ბიბლიოთეკა აღიარებულია, როგორც საზოგადოებისათვის აუცილებელი მომსახურების მიმწოდებელი, არავინ შემოგვთავაზებდა მის ჩანაცვლებას კომერციული პროტოტიპით. ასე რომ წარმოიდგინეთ ერთგვარი „საკვების ბიბლიოთეკა“ – იაფი და კარგი საჭმელი, ურთიერთობის ადგილი, უფასო wi-fi, ულევი ყავა – ყველაფერი იგივე იქნებოდა გარდა იმისა, რომ მის სათავეში არ იქნებოდა პროფ.კავშირებისათვის საზიანო, არამდგრადი კომპანია. მსგავსი რამ ბევრ ადგილას არსებობს: პარიზში სტუდენტებს აქვთ წვდომა „restos u” კაფეტერიებზე, სადაც სამჯერადი კვების საფასური 2,5 ევროს შეადგენს.
ქალაქში, სადაც ტურისტებისათვის ქირა კოლოსალურად დიდია, ხოლო სურსათის ღირებულება ძალზე ძვირი, ეს ერთადერთია, რაც ხელს უწყობს სტუდენტებს და კვების უსაფრთხოების დარეგულირებას. მეორე მსოფლიო ომის დროს, 1940 წელს შეიქმნა ბრიტანული რესტორნები და კომუნალური სამზარეულოები, რომლებიც ეხმარებოდნენ ადამიანებს, რომელთა სახლებიც დაბომბილი იყო. ისინი დღეში 600 000 ადამიანს ემსახურებოდნენ და მათ ხელმისწავდომ სადილს სთავაზობდნენ.
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ბევრ სამუშაო ადგილას, სკოლასა და უნივერსიტეტში არაძვირადღირებული კაფეტერიები ნორმა გახდა. ისინი სოციალიზაციისა და ხელმისაწვდომი კვების ადგილს წარმოადგენს.
ბიბლიოთეკები ყველაფრისთვის
იგივე პრინციპი ეხება კვების ობიექტებს „Repair cafés”– „სარემონტო კაფეები“ შეიძლება იყოს ადგილები დასვენებისა და შეხვედრებისათვის ყოველ რაიონში, სადაც ასევე შეგიძლიათ ისწავლოთ, თუ როგორ შეაკეთოთ ტექნიკა, ტანსაცმელი და ველოსიპედები. საზოგადოებრივი ინსტრუმენტების ურთიერთგაცვლის ადგილები/ბიბლიოთეკები საშუალებას მოგცემთ ითხოვოთ საბურღი მოწყობილობა ან პროექტორი თქვენს რაიონში ფილმის ჩვენებისათვის. მოსავლის ბიბლიოთეკები, სადაც შეგიძლიათ აიღოთ მოსავალი გაზაფხულზე და მოიყვანოთ ახალი სეზონის ბოლოს ან გამოიყენოთ სასუქი მომზადებულ ნიადაგში, რაც დაეხმარება საზოგადოებას მონაწილეობა მიიღოს საკვების მოყვანაში.
ერთობლივი მართვის ქვეშ მყოფი მანქანების თხოვების/გაზიარების პლატფორმა, როგორიც არის „Commun Auto“ რომელიც შესაბამის საზოგადოებრივ ტრანსპორტთან ერთად შეამცირებს მანქანების რაოდენობას გზაზე, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს შეცვალოს დამაბინძურებელი და საცობების შემქმნელი გარემო, როგორიცაა „უბერი“ („Uber“) და „ლიფტი“ („Lyft“). შვედეთის მრავალ ქალაქში, ყველას, ვისაც აქვს ბიბლიოთეკის ბარათი, შეუძლია იქირავოს სამგზავრო ველოსიპედი.
ასეთი მომსახურება უკვე ბევრ ადგილას არსებობს. ერთადერთი, რაც ხელს უშლის მათ ხელმისაწვდომობას არის პოლიტიკური ნების ნაკლებობა, ხალხის ძალაუფლება და შემოქმედებითი აზროვნების ნაკლებობა.
პოლიტიკოსები, კვლევითი ცენტრები და საზოგადოებრივი მოძრაობები იწყებენ უფრო კონკრეტული იდეების შემოთავაზებას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს „მწვანე ახალი კურსი“. რაც ამ წინადადებების დიდ ნაწილს აერთიანებს არის ის, რომ „მწვანე ახალი კურსი“ სთავაზობს ყველას, პირველადი საჭიროებების საგნებს – საცხოვრებელს, ჯანდაცვას, განათლებასა და ტრანსპოტირებას – ყველასათვის.
“
„მწვანე ახალი კურსის“ სხვადასხვა ვარიანტი მოიცავს წინადადებებს სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ, უფასო საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, საცხოვრებელი ადგილების ხელმისაწვდომობაზე და მუნიციპალიტეტების ხელში არსებულ განახლებად ენერგიაზე, უფასო ჯანდაცვასა და სოციალური დახმარების საკითხებზე.
ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ამ დაპირებებს არანაირი საერთო არა აქვთ სიტყვა მწვანე–სთან. როგორ ხდის ჩვენს სამყაროს უფრო მდგრადს ჯანდაცვის სისტემისა და საცხოვრებლის ხელმისავწდომობა? ვინ გადაიხდის ამის საფასურს? რატომ ვაძლევთ მთავრობას უფლებას, აკონტროლოს ჩვენი ცხოვრება ამ მასშტაბებით?
ამ კითხვებზე პასუხს სცემს საზოგადოების კეთილდღეობის კონცეფცია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ახალი იდეაა, რომლის შესწავლასაც იწყებენ, საზოგადოებრივი კეთილდღეობა შეიძლება იყოს ძირითადი მოთხოვნა უფრო სასურველი მომავლის მშენებლობისათვის.
კლიმატისათვის უნვერსალური ძირითდი სერვისები
„მწვანე ახალი კურსის“ სხვადასხვა ვარიანტი მოიცავს წინადადებებს სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ, უფასო საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, საცხოვრებელი ადგილების ხელმისაწვდომობასა და მუნიციპალიტეტების ხელში არსებულ განახლებად ენერგიაზე, უფასო ჯანდაცვასა და სოციალური დახმარების საკითხებზე. ეს ყველაფერი კი „უნივერსალური საბაზისო მოთხოვნების“ კონცეფციას მიესადაგება.
უნივერსალური საჯარო სერვისები ნაკლებად პოპულარულია, თუმცა ითვლება უფრო ახალგაზრდა, და პოტენციურად უფრო გონიერ გადაწყვეტად, რაც უფრო შეესაბამება უნივერსალურ საბაზისო შემოსავალს. ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის „გლობალური კეთილდღეობის ინსტიტუტის“ მიერ 2017 წლის მოხსენებაში წარმოდგენილი კონცეფცია, დაფუძნებულია არგუმენტზე, რომლის თანახმადაც მომსახურეობის პირდაპირი მიწოდება უფრო ეფექტიანია კეთილდღეობის მისაღწევად, ვიდრე ძირითადი შემოსავალი. ცხოვრებისეული საჭიროებები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასათვის.
უნივერსალური საბაზისო სერვისების გავრცელება, ასევე ძირითადი მოთხოვნების დაკმაყოფილება, ყველას უადვილებს ცხოვრებას.
მზრუნველი სექტორის განვითარება გვეხმარება გადავიდეთ თაღლითური და უაზრო სამუშაო ადგილების მქონე ეკონომიკიდან, რომელიც გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენს პლანეტას ისეთ ეკონომიკაზე, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს რესურს–ეფექტურობასა და საზიანო გავლენის შემცირებას.
აუცილებელია, წახალისებული იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რაც მოიცავს სოფლებში, ელექტროავტობუსების ხელმისაწვდომობას. ეს წარმოადგენს ფრენებისა და ავტომობილებით გადაადგილების ალტერნატივას და დროთა განმავლობაში შეცვლის საზოგადოებაში გავრცელებულ მცდარ წარმოდგენებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენების შესახებ.
„
მოკლედ, როგორც დიდი პაკეტის ნაწილი, უნივერსალური ძირითადი სერვისები უზრუნველყოფს ეკოლოგიურ ცხოვრებას ყველასათვის და არა მხოლოდ მათთვის, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს.
„
საცხოვრებელი ადგილის უფლება „ახალი მწვანე კურსის“ ძირითად საყრდენს წარმოადგენს. მჭიდროდ დასახლებული, სიცოცხლით სავსე კვარტლების მშენებლობა თითოეული ადამიანის გათბობაზე, ტრანსპორტსა და ელექტროენერგიაზე ნაკლებ დანახარჯს ნიშნავს. თუმცა, ეს ჭეშმარიტებას იმ შემთხვევებში შეესაბამება, როდესაც ქალაქები ხელმისაწვდომი გახდება მუშათა კლასისათვის და შემოთავაზებული იქნება საერთო რესურსები მდგრადი გამოყენებისათვის. მაგალითად: დენიელ ალდანა კოენის (Daniel Aldana Cohen) კვლევები გვიჩვენებს, რომ მანჰეტენი და ქუინსი ბევრად უფრო მჭიდროდ დასახლებული რაიონებია, ვიდრე ამერიკის უმეტესი ქალაქები. თუმცა ადამიანებს მანჰეტენზე – ძირითადად მდიდარ ადამიანებს – ბევრად მეტი ზიანი მოაქვთ გარემოზე ნახშირბადის მაღალი კვალის გამო, ვიდრე მსოფლიოში სხვას, რაც გამოწვეულია მათი მაღალი შემოსავლის და არათანმიმდევრული ცხოვრების წესის გამო.
შედარებისათვის, ქუინსის ღარიბი უბნის მოსახლეობას ნახშირბადის ძალიან დაბალი კვალი აქვს. მჭიდროდ დასახლებული რაიონები უფრო გამწვანებულია, თუმცა მხოლოდ მაშინ, როდესაც მათში ცხოვრება ხელმისაწვდომია.
„მწვანე ახალი კურსი“, რომელიც მხარს უჭერს კაფეების კეთილმოწყობას, ყოველ მუნიციპალიტეტში მწვანე ნარგავების განთავსებას, ხელმისაწვდომი კაფეტერიების გახსნას, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველასათვის. ბიბლიოთეკები და თეატრები კი გვპირდებიან, რომ ყოველდღიურ ცხოვრებას აქცევენ არა მარტო კომფორტულად, არამედ სასიამოვნოდაც. ნულოვანი ნახშირბადის კვალი ნიშნავს უფრო მეტ თავისუფალ დროს მეგობრებისათვის, მეტ საჯარო სივრცესა და ახალ გატაცებებს. ეს ეწინაამღდეგება აზრს იმის თაობაზე, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც არის შეზღუდული და მწირი რესურსების მქონე. მოკლედ, როგორც დიდი პაკეტის ნაწილი, უნივერსალური ძირითადი სერვისები უზრუნველყოფს ეკოლოგიურად ჯანსაღ ცხოვრებას ყველასათვის და არა მხოლოდ მათთვის, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს.
კიდევ ერთი ფუჭი დაპირება?
უნივერსალური საბაზისო სერვისები – ეს არ არის ფუჭი დაპირება, „მწვანე ახალი კურსის“ ფარგლებში, ის უკვე ხელმისაწვდომია მსოფლიოს დიდ ნაწილში სხვადასხვა ქალაქსა და ქვეყნაში; უკვე ექსპერიმენტებს ატარებენ უფასო საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც. მრავალი ქვეყანა ასევე გვთავაზობს უფასო სამედიცინო მომსახურებას, განათლებას, სკოლის სადილებსა და ხელმისაწვდომ საცხოვრებელს. ვენაში, ქალაქის მესამედი სახელმწიფო საცხოვრებლებში ცხოვრობს, როგორც ამას წიგნის „მოსაგები პლანეტა“ („A Planet to Win“) ავტორები აღნიშნავენ, თუ რატომ უნდა მივყვეთ „ახალ მწვანე კურსს“. ქალაქის საცხოვრებელი ფონდის კიდევ ერთი მესამედი კოპერატივებია, დანარჩენი – კი, ძირითადად, ხელმისაწვდომი კერძო საცხოვრებლები. ქალაქში ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტისათვის მხოლოდ ერთი ევროა დაწესებული, რვა წლის ასაკის ბავშვებისათვის კი – უფასო ჯანდაცვა. ექსპერიმენტებისათვის კიდევ მრავალი შესაძლებლობა არსებობს. მაროკოს ბევრ რაიონში არსებობს საერთო ღუმელი, სადაც თითოეულ ოჯახს პურის გამოცხობა შეუძლია. საერთო ღუმელის გამოყენება კი ნიშნავს, რომ ხალხს შეუძლია შეინარჩუნოს სიგრილე საკუთარ სახლებში დაზოგოს ხარჯი საწვავზე და გამოიყენოს ნაკლები ელექტროენერგია.
მცირე ცვლილებებმა შეიძლება მთელი სისტემა გარდაქმნას. მას შემდეგ, რაც ტირუვანანტაპურამი, ინდოეთის შტატის, კერალას დედაქალაქი, იძულებული გახდა დაეკეტა თავისი ერთადერთი მუნიციპალური ნაგავსაყრელი, შემუშავებულ იქნა დეცენტრალიზებული, ეფექტიანი, საზოგადოების მიერ მართული, ნარჩენების მართვის ახალი პოლიტიკა ყველა სფეროში – რამაც საბოლოოდ ხელი შეუწყო ქალაქის ნარჩენების წარმოების 67 პროცენტით შემცირებას.
ტირუვანანტაპურამის ინოვაციური გზა მუნიციპალური ნარჩენებისადმი მიდგომის შესახებ ცხადჰყოფს, რომ მოქალაქეებს ინსტრუმენტების მიღების შემთხვევაში, ეკოლოგიური ცხოვრების ხელში ჩაგდება შეუძლიათ.
„
დღეს მრავალი ჯგუფი – დაწყებული საზოგადოებრივი მოძრაობებიდან და პოლიტიკური პარტიებიდან, სამეცნიერო და კვლევითი ინსტიტუტების ჩათვლით – აერთიანებს ამა თუ იმ განსხვავებულ ინიციატივას ადგილობრივ დონეზე, რათა ეს ინიციატივები შემდგომში „მწვანე ახალ კურსში“ აისახოს.
„
კანადაში, მათ შორის, ქ. მონრეალში ცოტა ხნისწინ დაიწო პროგრამა, რომელიც მოსახლეობის ნებისმიერ ჯგუფს გადასცემს უფასო მიწასა და თანხას, ვისაც სურს, რომ მათი მიწა გადააქციოს „მწვანე ხეივნად” სოციალური საცხოვრებლებისა და უძრავი ქონების სპეკულირების რეგულირებით. ამ ტიპის პროგრამებმა შეიძლება უზრუნველყონ, რომ მწვანე ქალაქები ხელმისაწვდომი მხოლოდ მდიდრებისათვის არ იყოს.
დღეს მრავალი ჯგუფი – დაწყებული საზოგადოებრივი მოძრაობებიდან და პოლიტიკური პარტიებიდან, სამეცნიერო და კვლევითი ინსტიტუტების ჩათვლით – აერთიანებს ამა თუ იმ განსხვავებულ ინიციატივას ადგილობრივ დონეზე, რათა ეს ინიციატივები შემდგომში „მწვანე ახალ კურსში“ აისახოს.
კამპანია „ახალი მწვანე კურსი“ ევროპისათვის, ალექსანდრია ოკასიო–კორტესის წინადადება „მწვანე ახალი კურსის“ შესახებ და კვლევითი ცენტრები, როგორიცაა გაერთიანებული სამეფოს თანამეგობრობა გვთავაზობს საზოგადოებრივი საკუთრების ძირითად სერვისებს, როგორც მათი წინადადებების მთავარ ასპექტს.
ავტორები წიგნისა „მოსაგები პლანეტა“ („A Planet to Win“) ხაზს უსვამენ ენერგეტიკის კოოპერატივების გაფართოვების მნიშვნელობას, ინვესტიციებს კულტურაში და მწვანე, მდგრადი და მზრუნველი ეკონომიკისაკენ გადასვლის შემოქმედებითობას. დაწვრილებით, „მოსაგები პლანეტა“ („A Planet to Win“, Alyssa Battistoni, Daniel Aldana Cohen) იხილეთ, ინტერვიუში.
პრაქტიკულად, ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა „შემდეგი სისტემური პროექტი“ და „ახალი ეკონომიკის კოალიცია“ ყურადღებას ამახვილებს კომერციული ეკონომიკის ინოვაციურ ალტერნატივებზე და დაწვრილებით აღწერს, თუ როგორ შეიძლება ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობა პოტენციურად გამოიყურებოდეს.
არის თუ არა „მწვანე ახალი კურსი“ კომუნიზმი ?
ბევრმა შეიძლება გააპროტესტოს, რომ ეს პროგრამები იქნება ბიუროკრატიული და დამოკიდებული ცენტრალურ დაგეგმვასა და გადასახადებზე. „მწვანე ახალი კურსის“ კრიტიკოსები, განსაკუთრებით, ჩრდილოეთ ამერიკაში, უარყოფენ მას, როგორც კომუნისტური მემარცხენეების სურვილების სიას.
იმისათვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ, „მწვანე ახალი კურსი“ ორიენტირებული უნდა იყოს უფრო მეტ დემოკრატიაზე. დაწყებული კოოპერატიული საცხოვრებლებიდან დამთავრებული საზოგადოებრივი ენერგეტიკული ქსელით, ეს წინადადებები მიმართულია მოგების მიღების მოტივისაკენ და სახელმწიფოსათვის ძალაუფლების წართმევისკენ, ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ასევე არსებობს მოსაზრება, რომ საზოგადოებრივი მომსახურეობები აუცილებლად უფრო დაბალი ხარისხისაა და ბაზარს შეუძლა ის უკეთესად აქციოს. ასევე მიაქციეთ ყურადღება ტრანს–ნაციონალური ინსტიტუტის, ცნობილ ახალ წიგნს, რომელშიც აღწერილია 1400 შემთხვევა, სადაც კერძო მომსახურეობები „რემუნიციპალიზებულია“ და დაუბრუნდნენ ადგილობრივი ხელისუფლების კონტროლს. როგორც ისინი დოკუმენტურად ამტკიცებენ: დემოკრატიული საზოგადოებრივი საკუთრება ხშირად უფრო ეფექტური, გამჭირვალე და მდგრადია.
„
იმისათვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ, „მწვანე ახალი კურსი“ მიმართული უნდა იყოს უფრო მეტი დემოკრატიისაკენ
„
ამ კრიტიკის ნაწილი, ასევე არის ცივი ომის დროინდელი გადმონაშთი, როდესაც საბჭოთა კომუნიზმი და ამერიკული კაპიტალიზმი მიიჩნეოდა სახელმწიფო მმართველობის ერთადერთ მოდელებად.
მაგრამ ეს დუალიზმი იწყებს ნგრევას, თუ შევხედავთ დემოკრატიული სოციალიზმის გამოცდილებას სკანდინავიაში, ეკოლოგიურ კომუნიზმს კუბაში, სოციალურ ეკონომიკას კვებეკში და ახალი ტიპის დემოკრატიულ დაგეგმარებას ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა კოსტა–რიკა და ინდოეთი (კერალას შტატში).
როგორც ჯორჯ მონბიოტი აღნიშნავს, მომავალი ვერ იქნება ვერც კაპიტალისტური და ვერც კომუნისტური. ეს შეიძლება იყოს რაღაც ახალი. ძნელი წარმოსადგენია ისეთი რამ, რაც არასდროს ყოფილა, მაგრამ რატომ უნდა გამოიყურებოდეს ის ისე, როგორც წარსული?
ძირთადი უნივერსალური სერვისებისა და „მწვანე ახალი კურსის“ საერთო რეაქცია არის კითხვა: ვინ გადაიხდის ამისათვის? პასუხი უამრავ ვარიანტშია: გადასახადების დაწესება მაღალშემოსავლიან და დამაბინძურებელ კომპანიებზე, ცენტრალური ბანკების დაფინანსება, სამხედრო ხარჯების შემცირება და მწვანე ინფრასტრუქუტურაში დაბანდება, ინვესტიციის გრძელვადიანი ამონაგები და ა.შ. რეალურად აქ დგება პოლიტიკური ნების საკითხი. უბრალოდ დაფიქრდით, მთავრობის შთამბეჭდავ პოლიტიკაზე, რომელიც გატარდა რამოდენიმე კვირის განმავლობაში, როდესაც კორონავირუსის პანდემია გავრცელდა. ამ კრიზისმა გვიჩვენა, რომ ფული არსებობს.
საზოგადოებრივი კეთილდღეობა
„მწვანე ახალი კურსის“ სხვადასხვა წინადადებების საფუძველია „საზოგადოებრივი კეთილდღეობა“ – ზოგიერთი, ისევე როგორც წიგნის, „მოსაგები პლანეტა“ („A Planet to Win“) ავტორები, მას „კომუნალურ ფუფუნებას“ უწოდებს. ანალიტიკური ცენტრი „საერთო სიმდიდრით“ მოიხსენიებს მას, როგორც „საზოგადოებრივ ფუფუნებას“; სხვები კი მას დღემდე „ფუფუნების კომუნიზმს“ უწოდებენ.
მაგრამ ფუფუნების მნიშვნელობა ის არის, რომ ზოგს აქვს ეს და ზოგს არა. როგორც ფრანგი თეორიტიკოსი ანდრე გორცი ამბობს „ფუფუნების არსი იმაში მდგომარეობს, რომ მისი დემოკრატიზაცია შეუძლებელია, თუ ყველას შეუძლია ჰქონდეს ფუფუნება ვერავინ მიიღებს მისგან რაიმე უპირატესობას“ „მწვანე ახალი კურსის“ მიზანი უნდა იყოს: შექმნას ისეთი ცხოვრების სახე, რომელიც ყოველდღიური საჭიროებებისაგან განთავისუფლდება. ეს ხედვა არის არა ექსტრავაგანტობა, არამედ ცხოვრების ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილება და უამრავი შესაძლებლობა ყველასათვის.
ამის განსახორციელებლად, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გვიჩვენონ, და არა მოგვითხრონ, თუ რისი მსგავსი იქნება ეს. ნებისმიერმა პარტიამ, რომელიც მხარს უჭერს „მწვანე ახალ კურსს“, მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს დაინტერესებულ მუნიციპალურ მთავრობებთან ყოველდღიურ ცხოვრებაში რადიკალური გარდაქმნების განსახორციელებლად, რაც ხალხს საშუალებას მისცემს დაინახონ, თუ რა არის შესაძლებელი. საპილოტე „სარემონტო კაფეები“ („repair cafés“) ერთ რაიონში ან ბავშვთა კოპერატივების სისტემა მთელს ქალაქში – ეს მაგალითები შეიძლება გახდეს მოდელები, რომლებიც მიიღებს უფრო ფართო მხარდაჭერას.
დავუბრუნდეთ ჩემს ბინასთან ახლოს მდებარე „მაკდონალდსს“. ეს არ იყო ფუფუნება იმ ხანში შესული ადამიანებისათვის, რომლებიც იქ დღეებს ატარებდნენ მეგობრებთან საუბარში. უბრალოდ სასიამომნო გზა იყო დროის გასატარებლად. რატომ არ უნდა იყოს ეს ყველასათვის ხელმისაწვდომი? რატომ არ უნდა ფლობდეს საზოგადოება ესეთ ადგილებს და მართავდეს დამოუკიდებლად?
ეს ძალიან დაემსგავსებოდა მსოფლიო კეთილდღეობას, სადაც დასვენება და კარგი ცხოვრება არა ფუფუნება, არამედ უფლებაა და ეს არცთუ ისე შორსაა. ის მცირე ფრაგმენტებით უკვე ყველგან არსებობს. „მწვანე ახალი კურსი“ კი მათ ჯამურად აერთიანებს.